LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ბაზარი 3000 ლარით დაჯარიმდა და დაიხურა

408
telavi-w-h

“დღეს ეს ბაზარი დაიხურება და ხვალ აღარ გაიხსნება”, – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ დადგენილი რეკომენდაციები და წესები არ შეასრულა და ბაზარი თვითნებურად გახსნა, რის გამოც 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაზარი მანამ დაიკეტება, სანამ ადმინისტრაცია კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო პროტოკოლების ყველა დადგენილ პირობას არ შეასრულებს.

დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება

“ადმინისტრაციამ ბაზარი თვითნებურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეუთანხმებლად გახსნა. ადმინისტრაციას არ აქვს შესრულებული ყველა ის პირობა, რომელიც აგრარული ბაზრის გახსნას წინ უნდა უძღვოდეს. ამ დარღვევის გამო, მუშაობა შეუჩერდება და ვიდრე ყველა პირობა არ შესრულდება, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო და კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო პროტოკოლები ითვალისწინებს, არც ერთი ბაზრის, მათ შორის, თელავის ბაზრის მუშაობა არ განახლდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმა. როდესაც რაღაც იხსნება, ბუნებრივია, მოსახლეობა მიდის, მაგრამ ჩვენ იმ წესებით და პროტოკოლებით ვმოქმედებთ, რაც გათვალისწინებულია. ამიტომ, დღეს ეს ბაზარი დაიხურება და ხვალ აღარ გაიხსნება. ბაზრის ადმინისტრაციას გადაცემული ჰქონდა, თუ რა მოთხოვნები იდგა მის წინაშე და ამის შესასრულებლად შესაბამისი დროც მიეცა. ახლა დაკეტვის პროცედურა მიმდინარეობს, მოვაჭრეებმა იმ საქონლის ამოყიდვა უნდა მოასწრონ, რაც დარჩენილია და შემდეგ დაიკეტება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g