LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება

231
0A909220-3950-419B-9259-5F798E08C82B-800x500-c

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მთავრობა რამდენიმე დღეში წარუდგენს პარლამენტს პენსიის ინდექსირების წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება.

„არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველ რიგში ესაა პენსიების ინდექსაცია, რომელიც ერთი მხრივ, თითქოს ახალი ფენომენია, თუმცა ესაა ის თემა, რომელიც წლების განმავლობაში დღის წესრიგში იდგა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილში და მინდა გითხრათ, რომ აქ გვაქვს შემდეგი მიდგომა, ერთი რომ წლის დასაწყისში დაანონსებული პენსიების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან მატება 20 ლარით, ეს უკვე შემდგარი ფაქტია, შემდგომი მატება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 30 ლარით ესეც პირველი ივლისიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტი დღეს საკმაოდ დიდ გამოწვევებს განიცდის, ჩვენ არა თუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე, არამედ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამას გარდა, გადავწყვიტეთ, შევიმუშაოთ წესი, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში პენსიონერებს ყოველწლიურად გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და ვინ მეტად თუ ნაკლებად პოპულისტია, არამედ იყოს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი წესი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, 70 წლამდე პენსიონერებისთვის უნდა მოხდეს პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.

“ასევე ჩვენ გვაქვს ქვედა მინიმუმი. შესაბამისად, ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსია, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით. თუ ეკონომიკური ზრდა ან ინფლაცია მაღალი იქნება, ეს თანხები ამ მაჩვენებლებით შესწორდება და შეიძლება უფრო მეტიც იყოს”, – ამბობს მაჭავარიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g