LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ 6 თვის მანძილზე დამდგარი ორსულობა ყველაზე შედეგიანია

428

უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ 6 თვის მანძილზე დამდგარი ორსულობა ყველაზე შედეგიანია. ამ კვლევამ თავდაყირა დააყენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც თვითნებური აბორტის შემდეგ ახალი ორსულობა 1 წელიწადში იყო რეკომენდებული. აქამდე ცნობილი იყო, რომ დროზე ადრე შეწყვეტილი ორსულობა რეციდივს იწვევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალევე დამდგარი ორსულობა, შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობით და სულაც მკვდრადშობადობით დასრულებულიყო. უახლესი კვლევა კი ამბობს, რომ შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ ქალის ორგანიზმი 6 თვეში  ზუსტად ისევე იცვლება, როგორც წლის განმავლობაში.

მკვლევარი რუტ ბენდერ ატიკი ამბობს, რომ ქალები, რომლებსაც უახლოეს წარსულში თვითნებური აბორტის შემთხვევა ჰქონდათ, უფრო მოტივირებულები არიან. ისინი მეტად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე და უფრო ფერტილურები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g