კომპანია Toyota–მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სპორტული დანაყოფის პილოტები „მაკდონალდსის“ პროდუქციის გარშემო დრიფტაობენ.
Toyota–ს პილოტები და იაპონიის დრიფტ–ჩემპიონატის გამარჯვებულები რბოლას სპეციალურ ტრასაზე იწყებენ. შუა გზაზე მათ უზარმაზარი „ბიგ მაკი“ ხვდებათ, რომლის გარშემოც სინქრონულად დრიფტით ტრიალდებიან. ამის შემდეგ ერთ–ერთი მრბოლელი სპეციალური სტენდიდან საჭმელს იღებს და ყველანი ჩერდებიან, რათა გემრიელად მიირთვან.
ორი კომპანიის თანამშრომლობის მიზეზი ახალი Toyota Supra გახდა. ამიერიდან „მაკდონალდსის“ ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას იაპონელებს სათამაშო სპორტქარს აჩუქებენ.