ქართულმა ანსამბლმა The Georgian Six გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისინი ინოლა გურგულიას სიმღრას ,,სიზმარია” საკუთარ ვერსიას ასრულებენ. ანსამბლის “ფეისბუქ”–გვერდზე შესაბამისი ტექსტიც გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა, რომ მალე ანსამბლი ინოლა გურგულიას სიმღერების ალბომზე დაიწყებს მუშაობას.
,,ინოლა გურგულიას ფანტასტიკური სიმღერა “სიზმარია” ჩვენებურად და რაც მთავარია სახლებიდან! ✨
არანჟირების ავტორი – სოლიკო გოგილაშვილი?
ერთი სული გვაქვს როდის დავიწყებთ ინოლას ახალ ალბომზე ინტენსიურ მუშაობას, მანამდე კი გიზიარებთ ამ ნაწყვეტს განწყობისთვის ♥️
უღრმესი მადლობა ჩვენს შეუცვლელ რომა გიორგაძეს”