საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას, რომ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, არ ადასტურებს.
უწყების ცნობით, ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა.
„თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და, შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო
ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვთ.
ბრიფინგზე ნუგზარ წიკალურმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და პრეზიდენტს აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდა.