იმერეთში მე-9 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
372 ბიოლოგიური ნიმუშიდან, რომელიც ქუთაისის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.
როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძემ განაცხადა, ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების, სამედიცინო დაწესებულებების მედ პერსონალის, საკარანტინე სივრცეების პერსონალისა და ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ბინადართა ბიოლოგიური ნიმუშები იყო.