LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა: 5 ინფიცირებული საყურადღებოა

89
bochorishvilis-klinika1-1-2

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 75 პაციენტია მოთავსებული, მათგან 62 ინფიცირებულია. დღეის მონაცემებით, კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 10 მოზარდი მკურნალობს. კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა როგორც მაკა სოლორაშვილის განმარტავს, 5 ინფიცირებულის მდგომარეობა საყურადღებოა. მისივე თქმით, დღეს სამედიცინო დაწესებულებამ ერთი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი მიიღო.

„პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთი არის საყურადღებო. ექვსი გამოჯანმრთელების შემთხვევა გვაქვს, აქედან სამი გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას. გვაქვს ერთ ახალი შემთხვევა, რომელიც ეკუთვნის თეთრიწყაროს კლასტერს, არის საშუალოს ხნის ქალბატონი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

magti 5g