LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ბავშვი ხშირად ახველებს და თქვენ გეუბნებიან, რომ ეს დაბალი იმუნიტეტის ბრალია, ამას მედიცინასთან საერთო არაფერი აქვს“ –  ექიმი კომაროვსკი

296
komarovski-doctornewsmay

ექიმი ევგენი კომაროვსკი საკუთარ ფორუმზე კოვიდ 19-ის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ის ერთ-ერთი მშობლის შეკითხვას ეხმიანება, რომელიც კითხულობს, ღირს თუ არა იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატების მიღება ეპიდემიის დრო.

ექიმი კომაროვსკის პასუხი:

მე არასოდეს მითქვამს, რომ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები არ უნდა მივიღოთ ახლა, ისინი არ უნდა მივიღოთ არასდროს. ეს ყველაფერი დიდი შეთქმულების ნაწილია. ესა არის ციკლიდან, რამე უნდა დავლიოთ. როდესაც ბავშვი გამუდმებით ახველებს და თქვენ გეუბნებიან, რომ ეს დაბალი იმუნიტეტის და ორსულობაში ჟანგბადის ნაკლებობის ბრალია, ამას მედიცინასთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ იცხოვროთ ბავშვთან, რომელიც ხშირად ავადობს. უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი, ხშირად უნდა ასეირნოთ სუფთა ჰაერზე, დააკავოთ სპორტით, უნდა დაელოდოთ და ეს გადაივლის. მე ვერ მოგცემთ რჩევას, მიიღოთ რაიმე პრეპარატი. ბავშვის იმუნიტეტის მთავარი წამალი, ესა დედა და მამაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g