LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი წუთი უნდა ისეირნოთ, კარგი განწყობის შესანარჩუნებლად – მეცნიერების კვლევა

321
beautiful-girl-walking-on-the-beach-at-sunset

ალბათ არავინ დაობს იმაზე, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნებას განწყობის გაუმჯობესება შეუძლია. რამდენი ხანია საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზმმა ენერგიის აუცილებელი მარაგი მიიღოს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერებმა სცადეს.

მკვლევარებმა კარგ განწყობასა და სეირნობას შორის პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს. ამ კავშირს კი ისტორიული საფუძველი აქვს. ადამიანი ღია ცის ქვეშ დროს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ატარებდა, ბევრი სიარულიც დადებით მოვლენასთან, მაგალითად საკვების ძებნასთან ასოცირდებოდა.

რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობისთვის დღეში 12 წუთიანი სეირნობაც კი საკმარისია. თანაც მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი ხასიათის იქნება ეს სეირნობა – ჩუმად ივლით, მუსიკას მოუსმენთ, მეგობრებთან ერთად ისეირნებთ თუ მარტო – ყველა ვარიანტი ერთნაირად სასარგებლოა.

სპეციალისტების აზრით, ქუჩაში გაჯეტების გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელშიც ერთი ჯგუფის წევრები სეირნობისას სხვადასხვა ვიდეოებს უყურებდნენ. საბოლოო ჯამში ისინი თავს ბევრად უფრო ცუდად გრძნობდნენ, ვიდრე ისინი ვინც სმარტფონის გარეშე სეირნობდა.

მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ თუკი ქუჩაში ვერ გადიხართ (მაგალითად თვითიზოლაციის გამო) შეეცადეთ განწყობა სახლში აიმაღლოთ. ივარჯიშეთ, იხტუნავეთ, იცეკვეთ, მოკლედ აკეთეთ რაც გინდათ, მთავარია ერთ ადგილას არ ისხდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g