საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
“გვქონდა მოლოდინი, რომ მაისის დასაწყისში გვექნებოდა გამოჯანმრთელებულთა მეტი რაოდენობა, ვინაიდან წინა პერიოდში დაინფიცირებულთა მეტი რაოდენობა იყო და ეს ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად დაკავშირებულია იმ წინა პერიოდთან, რომლისგანაც დღევანდელი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გამომდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 667 -მდე გაიზარდა. 15 ახალი შემთხვევა ბოლნისის ორ სოფელში გამოვლინდა.