LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთ იცით” – კახა კალაძე

161
კალაძემეტრო

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია ასრულებს და სამუშაოების შესრულებაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.

კითხვაზე, ახორციელებენ  თუ არა თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, კალაძე პასუხობს:

„კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან, რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მეტროს რეაბილიტაციისას მაღალი ძაბვის კაბელებს კომპანიები „ეიჯი გრუპი“ და შპს „ელიბო“ ახორციელებენ, რომელთაც ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g