17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2004 წლიდან აღინიშნება. გუშინ, ჰომოფობიასათან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქართული ლგბტ მოძრაობამ “თბილისი პრაიდი” ონლაინ აქციაც გამართა.
ამ დღესთან დაკავშირებით, გელა ჩარკვიანი ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“როცა მეუბნებიან ეგ თათარია, იეღოველია თუ გეია, ეს იგივეა, მითხრან ფეხის ზომა აქვს 42-ო. ადამიანებს სხვა პარამეტრებით ვაფასებ.”- წერს გელა ჩარკვიანი.