იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 451 ახალი შემთხვევა, ეს რიცხვი ყველაზე დაბალია 2 მარტის შემდეგ.
იტალიაში სულ კორონავირუსს 32 007 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 225 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
ცნობისთვის, ქვეყანაში, რომელიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება.
იტალია 3 ივნისიდან საზღვრების გახსნას გეგმავს
იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მარტში კორონავირუსის ეპიდემიის გამო მკაცრი კარანტინი გამოაცხადა.