პეტერბურგის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მეტროში „დაუდგენელი ნივთი“ აფეთქდა.
სააგენტო „ინტერფაქსის“ წყარო ამტკიცებს, რომ ნივთი, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. სააგენტო „ტასს“ იუწყება, რომ აფეთქების შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, ამავე რაოდენობის მსხვერპლზე წერს „რია ნოვოსტიც“.
რუსული მედიის ინფორმაციით, რომელიც, ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის, კიდევ ერთ სადგურში მოხდა აფეთქება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგის აფეთქების ყველა ვერსია განიხილება. მან დააზუსტა, რომ საუბარია არა მხოლოდ ტერორიზმზე.
„სამართალდამცველი ორგანოები და სპეცსამსახურები მუშაობენ, გააკეთებენ ყველაფერს, რომ დადგინდეს მომხდარის მიზეზი,“ – განაცხადა პუტინმა.