LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ქვევრის ფორმის სასტუმროში დასვენებას შეძლებთ – მშენებლობა მიმდინარეობს

1582
55526774-1272027399619059-2534189858948120576-o

პრემიერმინისტრმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ახალი ტურისტული ობიექტის, კერძოდ სასტუმრო „ქვევრის“ მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „უმასპინძლე საქართველოში” – მხარდაჭერით შენდება და ტურისტების მისაღებად მომავალ წელს მზად იქნება.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა,  ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნის სტატუსის შეძენასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ახალი, მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროქვევრში”, საწყის ეტაპზე, 29 ნომერი იფუნქციონირებს, საიდანაც 20 ქვევრის ფორმის იქნება. გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზის და რესტორნის მოწყობაც. მშენებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g