LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 მაისიდან ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა

184
23 მაისი

23 მაისიდან კვლავ სავალდებულო ხდება ავტომობილების ტექინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში. მათ, ვისაც 23 მაისიდან უწევს ტექინსპექტირება, შეუძლიათ გადაამოწმონ კუთვნილი ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა კომპანია „გრინვეის“ ვებ გვერდზე umartivesad.ge და დაჯავშნონ ვიზიტი მათთვის სასურველ დროსა და მისამართზე.

ის ავტომფლობელები, ვისაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ ტექინსპექტირების გავლა და კარანტინის გამო ვერ ახერხებდნენ საკუთარი ავტომობილის ინსპექტირების ჩატარებას, ასევე ვალდებული არიან 23 მაისიდან 2 თვის ვადაში გაატარონ ტექინსპექტირება.

ამასთან, ვინც დაკავებულია და ვერ ახერხებს „გრინვეის“ ცენტრში მისვლას, შეუძლია ისარგებლოს „გრინვეის“ კონსიერჟის სერვისით – მათ ავტომობილს კონსიერჟი წაიყვანს, გაატარებს ტექინსპექტირებას და დააბრუნებს უკან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g