თელავსა და ბოლნისში სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყო.
დაავადების გავრცელების შესწავლის მიზნით, ქვეყნის ყველაზე დაზიანებული და ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტების შედარება მოხდება.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხეოლმძღვანელის, ნელი ხაზანიშვილი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეულია 15 კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი.
კვლევები შემდეგ სოფლებში ჩატარდება: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური.
ასევე გამოიკვლევენ თელავის 5 კლასტერს.
სულ აიღებენ 150 ნიმუშს. ნიმუშების ტესტირება ხდება ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით, როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე.
დღეისთვის 100 ნიმუში უკვე აღებულია.