ცოტა ხნის წინ, ჯონ ლეჯენდის მეუღლემ, 34 წლის კრისი ტაიგენმა მკერდში სილიკონების ჩადგმის ოპერაციის 10 წლის იუბილე აღნიშნა და უკვე მაშინ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გათავისუფლდებოდა იმპლანტებისგან.
გუშინ კი ტაიგენმა „ინსტაგრამის“ საშუალებით განაცხადა, რომ ოპერაციის გაკეთება საბოლოოდ გადაწყვიტა.
„მე ვაპირებ იმპლანტები მოვიშორო, მრავალი წლის მანძილზე ისინი მშვენივრად მემსახურებოდნენ, თუმცა ახლა გავიზარდე და სხვა პრიორიტეტები მაქვს. მინდა ჩემი ზომის კაბა ჩავიცვა და მუცელზე წოლა კომფორტულად შემეძლოს. ნუ ღელავთ, მკერდი კვლავ მექნება, თუმცა ყოველგვარი არაბუნებრივი დანამატების გარეშე“ .- წერს კრისი
პოსტს მოდელმა შავ-თეთრი ფოტო დაურთო, სადაც სრულიად შიშველია.