LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად გურიაში, ავტოსადგომი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და სასტუმროს ამარაგებს

709
96259972-2587725084878742-9131948976445063168-o

GREEN ENERGY საქართველოში მზის სადგურების მშენებლობას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ მზის პანელებით კურორტ კაპროვანში, სასტუმრო Magnika-ს ავტოსადგომი გადახურა.

როგორც „ფორტუნას“ GREEN ENERGY-ის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა, ეს არის რეგიონში მზის პანელებით გადახურული პირველი ავტოსადგომი.

„აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურია, რომელიც კერძო დაკვეთით გაგვიკეთებია. ის არის 93 კილოვატი დადგმული სიმძლავრის და ფაქტობრივად, სასტუმროს 60-70 პროცენტს ამარაგებს ელექტროენერგიით“, – ამბობს დავით შვანგირაძე.

GREEN ENERGY-ის დამფუძნებელის თქმით, მზის პანელების გამოყენება ინდუსტრიაში საკმაოდ პოპულარული ხდება საქართველოში და ბევრი კომპანია ინტერესდება GREEN ENERGY-ის მომსახურებით.

„ამჟამადაც, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან, რომელთაც სურთ, რომ მათი ოფისები, თუ საწარმოები მზის პანელებით გადაიხუროს.  ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, გახადოს საკუთარი ბიზნესი საქართველოს ენერგო სისტემის ნაწილი და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი“, – აღნიშნავს დავით შვანგირაძე.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში GREEN ENERGY-მ კიდევ რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის: კამილიელთა კლინიკაში 30 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდა, მზის პანელები დამონტაჟდა ასევე „ბაქსვუდის სკოლაში“.

კომპანიის შესახებ:

GREEN ENERGY ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში, ბევრი სიახლის დანერგვა მოასწრო. დამონტაჟდა უამრავი მზის პანელი, უამრავი კერძო თუ კომერციული ობიექტი გახდა ენერგოდამოუკიდებელი.

„მზის პანელების დადებით მხარეების შესახებ უკვე ბევრი გსმენიათ. პირველ რიგში მისი ეკოლოგორიური თვისებები უნდა ავღნიშნოთ. ჩვენი გუნდი მუდამ მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რათა მოხვდეს მზის ენერგიის სწორი ათვისება“, – აცხადებენ GREEN ENERGY-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g