29 აპრილს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში აღინიშნება აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე.
ამ თარიღთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო საქართველოში აწყობს ოსკაროსანი ამერიკელი კომპოზიტორის ჯონ უილიამსის საღამოს, რომელზეც თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით შეასრულებს ყველასათვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს კინოფილმებიდან „ინდიანა ჯონსი“, „ვარსკვლავური ომები“, „ჰარი პოტერი“, „შინდლერის სია“, „იურული პერიოდის პარკი“ და „სუპერმენი“.
საღამო 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებპორტალზე www.biletebi.ge, ფასი: 10, 20, 25 ლარი.