LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება: რა შემთხვევაში დაიშვებით სავაჭრო ობიექტებში

272
01-58f5fe761fdd4

დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის ბაზრობები და მოლები იხსნება.

გადაწყვეტილების შესახებ 27 მაისს, პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

იმისათვის, რომ სავაჭრო ობიექტებში დაგიშვან გარკვეული კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

სავაჭრო ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი; 

ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს;

პირი, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

ცნობისთვის, საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g