ბუნდესლიგის განახლების შემდეგ მაყურებლების გარეშე მასპინძელმა გუნდმა 33-დან მხოლოდ 6 მატჩი მოიგო.
DW-მ გამოთვალა, რომ საშინაო მოგებების პროცენტი მხოლოდ 21-ია. გასვლაზე მოგებების კოეფიციენტი შეადგენს 48%-ს – ეს 11%-ით მეტია, ვიდრე საშუალოდ მთელი სეზონის მიხედვით.
“ფრაიბურგის” მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა განაცხადა, რომ მაყურებლის გარეშე თამაში პატარა კლუბებს უფრო ავნებს, ვიდრე ტოპებს.
ინგლისის პრემიერლიგამ კორონავირუსზე ტესტირების ახალი ციფრები გამოაქვეყნა.
მეოთხე ეტაპზე ლიგამ 1130 ფეხბურთელი და კლუბების თანამშრომლები დატესტა – ყველა პასუხი უარყოფითია. წინა სამ ეტაპზე 12-ს გამოუვლინდა ვირუსი და ყველა კარანტინშია.
“ზალცბურგმა” ავსტრიის თასის ფინალში “აუსტრია ლუშტენაუ” გაანადგურა 5:0.
დაჯილდოების ცერემონიაზე ფეხბურთელები ოთხ რიგად მოეწყვნენ სოციალური დისტანციის დაცვის გამო. თუმცა თასის გადაცემების შემდეგ რიგებს შორის სიარული დაიწყეს და თითქმის ყველამ აკოცა ტროფეის.
განახლებულ პოლონეთის ჩემპიონატში “შლიონსკიმ” 1:1 ითამაშა “რაკუვასთან”.
მატჩის შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა კშიშტოფ მონჩინსკიმ ფლეშ-ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ტელემაყურებლებისთვის პროცესი სოციალური დისტანცირების წესების დაცვით ჩატარდა, მაგრამ თავად მედიის წარმომადგენლები რამდენად იცავენ წესებს, ფოტოზეც ჩანს.