რამდენიმე დღის წინ, ლედი გაგამ ალბომი Chromatica გამოუშვა. ალბომში უამრავი საინტერესო კოლაბორაციაა წარმოდგენილი. კლიპის სახით უკვე ვიხილეთ გაგასა და არანა გრანდეს დუეტი, Rain on Me, რომელმაც მსოფლიო ჩარტების დაპყრობა უკვე მოასწრო.
ალბომზე მუშაობის პროცესში „გრემის“ მფლობელმა არტისტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ალბომი წარსული ურთიერთობების გავლენებით შექმნა. ახლა კი ტაბლოიდები აცხადებენ, რომ 34 წლის ვარსკვლავმა ალბომში შესული სიმღერა, Fun Tonight თავის ყოფილ შეყვარებულს, 51 წლის კრისტიან კარინოს მიუძღვნა. წყვილის დაშორების შემდეგ საუბრობდნენ, რომ კარინო გაგასა და მისი ცხოვრების სტილზე ხშირად ეჭვიანობდა, სავარაუდოდ სწორედ ეჭვიანობა გახდა მათი განშორების მიზეზი. სწორედ აღნიშნულ თემაზე მღერის ლედი გაგაც ახალ სიმღერაში.
https://www.youtube.com/watch?v=1X02KUOUbmo
შეგახსენებთ, 34 წლის პოპ-ვარსკვლავს ახალი რომანი აქვს და ხშირად აღნიშნავს, რომ ის მაიკლ პოლანსკისთან თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს.