LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლში იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა

973
file-5948c73b2c8f6grapes

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც შპსაგროკომპლექსისხილის შემნახველი ახალი საწარმო გახსნა და პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული სუფრის ყურძნის ბაღი დაათვალიერა.

„ქვეყანაში უკვე 200 ერთეულს აჭარბებს სამაცივრე და გადამმუშავებელი საწარმოების რაოდენობა. ახალი საწარმოს გახსნით, ქვემო ქართლის მოსახლეობა, ფერმერები მიიღებენ დამატებით სარგებელს, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. რაც შეეხება სუფრის ყურძნის ახალი ბაღების გაშენებას, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში. საქართველო არ არის განებივრებული სუფრის ყურძნის წარმოებით. სახელმწიფოს მხარდაჭერით კი, 2-3 წელიწადში შესაძლებელი იქნება სუფრის ყურძნის ექსპორტზე გატანაც”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

USAID-საქართველოს მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის განცხადებით კი, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ისეთი ეკონომიკური აქტივობების უზრუნველყოფას, რაც ადგილობრივ ფერმერებს შემოსავლების ზრდაში დაეხმარება.

ცნობისთვის, შპსაგროკომპლექსი“ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტისბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1, 500,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შპს „აგროკომპლექსის“ თანაინვესტირებით (113 000 აშშ დოლარი) 1 440 მ2 ფართზე აშენდა შენობა და დამონტაჟდა ტენიანობისა და ვენტილაციის მარეგულირებელი სისტემა. შპს „აგროკომპლექსის“ სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით (74 786 აშშ დოლარი) შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა ათასი ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 პირი. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. რაც შეხება პროგრამისდანერგე მომავალიფარგლებში გაშენებულ სუფრის ყურძნის ბაღებს, ექვსმა კომპანიამ სუფრის ყურძნის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის 529.379 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და 3,500,000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰაზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g