LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წონის ხშირი ცვლილება, შესაძლოა, თავის ტკივილის მიზეზი გახდეს

112

წონის ხშირი ცვლილება, შესაძლოა, თავის ტკივილის მიზეზი გახდეს. ამ საკითხს ამერიკელი სპეციალისტები რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდნენ და დაკვირვების დროს დაადგინეს, რომ ზედმეტ წონას მიგრენის გამოწვევაც კი შეუძლია.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მიგრენის მიზეზი შესაძლოა საპირისპირო პროცესი, ანუ წონაში კლებაც გახდეს. საქმე ისაა, რომ წონის ცვლილება შინაგანი ორგანოების მუშაობაზე მოქმედებს, რის შედეგადაც ორგანიზმში ცილებისა და სხვადასხვა ჰორმონების წარმოქმნა ირღვევა. რაც მომავალში მიგრენსა და სხვა გართულებებს იწვევს. შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g