LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანმა შეზღუდვები გაამკაცრა: მთავრობამ უქმე დღეებში სრული კარანტინი გამოაცხადა

163
BeFunky-collage (2)

მას შემდეგ რაც აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში, უქმე დღეებში სრული კარანტინი გამოაცხადეს. კარანტინის პერიოდში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აკრძალულია პირადი ავტომობილის გადაადგილებაც.

ქვეყანაში  დაკეტილია მაღაზიები, აფთიაქი, ბანკი, ფოსტის განყოფილებები, კაფეები და რესტორნები. კარანტინის გამო გადაიდო სკოლის გამოსაშვები გამოცდებიც.

მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო დახმარების განსაკუთრებული საჭიროება და ახლობელი ადამიანის დაკრძალვა.

ქვეყანაში მუშაობას მხოლოდ საავადმყოფოები, სასწრაფო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები აგრძელებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კომპანიებს უფლება აქვთ, შეზღუდული რაოდენობით თანამშრომლები მიიყვანონ სამსახურში. მათი გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები