Turkish Airlines მგზავრებს აეროპორტში რამდენიმე საათით ადრე იბარებს. როგორც avianews იუწყება, COVID-19-ის პირობებში განსახორციელებელი სავალდებულო პროცედურებისთვის, ავიაკომპანია იძულებულია, მგზავრები საერთაშორისო რეისებზე აეროპორტში 4 საათით, ხოლო შიდა რეისებზე – 3 საათით ადრე დაიბაროს.
„ავიაკომპანიამ შეცვალა ასევე რეგისტრაციის დასრულების დროც და ის საერთაშორისო რეისის შემთხვევაში, ფრენამდე არა 60 წუთით ადრე, არამედ 75 წუთით ადრე დასრულდება. რაც შეეხება შიდა რეისებს, რეგისტრაცია ფრენამდე 45 წუთის ნაცვლად, 60 წუთით ადრე დაიხურება“, – წერს avianews.
ვიდეო: ავიაკომპანია იმ წესებს გაცნობთ, რომლებიც უსაფრთხო მოგზაურობისთვის უნდა დაიცვათ
Turkish Airlines-ი ბორტზე ჰიგიენური საშუალებების კომპლექტს არიგებს
მე შეგახსენებთ, რომ თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს. როგორც კომპანიის პრესმდივანი იაჰია იუსთუნმა განაცხადა, პირველ ეტაპზე ავიამიმოსვლა თურქეთის 14 და ევროპის 16 ქალაქს შორის აღდგება, დროთა განმავლობაში კი სხვა მიმართულებებლი ეტაპობრივად დაემატება. რაც შეეხება შიდა ფრენებს, ის ავიაკომპანიამ 1 ივნისიდან უკვე განაახლა.
აღსანიშნავია, თვითმფირნავის ბორტზე სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული.