LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 000 ლარზე მეტი ნაგვის დაყრისთვის – ერთი კვირის შედეგები

118

„თბილსერვის ჯგუფი“ ინსპექტორებმა, ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქის დანაგვიანებისთვის 80 ადამიანი დააჯარიმა. საჯარიმო თანხის ოდენობამ 9 130 ლარი შეადგინა.

ოქმების უმრავლესობა ფიზიკურ პირებზეა შედგენილი – „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, მოქალაქეები ძირითადად, სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადაგდების გამო დაჯარიმდნენ.

როგორც “ფორტუნასთან” სამსახურის უფროსმა დავით დოლიძემ განაცხადა, დღეში ინსპექტორები გარემოს დანაგვიანებისთვის, საშუალოდ, 10–11 ოქმს წერენ.

ერთი კვირის განმავლობაში დაჯარიმდა ასევე, 3 იურიდიული პირი მათ შორის ერთი სამშენებლო ნარჩენის გადაყრისთვის, 1500 ლარითაც. (რაც ნიშნავს, რომ ჯარიმის მიუხედავად, მან ეს განმეორებითაც გააკეთა)

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, 7 ჯარიმა დაიწერა სატრანსპორტო საშუალებიდან 2 კგ–მდე ნარჩენის გადაგდებისთვის, ხოლო ერთი ოქმი 2 კგ–ზე მეტი მუნიციპალუტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზე გამოიწერა.

ჯარიმების უმეტესობა – 68 საჯარიმო ოქმი, 80 ლარიანია და 2 კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენის დაყრისთვის დაიწერა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები თბილისის ტურისტულ და ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით, ფოტოაპარატებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, გარემოს დაბინძურების შემთხვევაში “თბილსერვის ჯგუფის” ინსპექცია უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი.

ინსპექტორების გამოჩენას პირველი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა – ისინი მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ სანქციებთან დაკავშირებით და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ უთითებდნენ.

„თბილსერვის ჯგუფი“ ინსპექციამ სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყო.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g