LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო!! არავინ მომილოცა მსოფლიო ჩემპიონობა”- ეთერ ლიპარტელიანი

252
BeFunky-collage

ქართველმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. ადრესატი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლენტეხის რაიონის გამგებელს … არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო !! სამი თვე ვიყავი ლენტეხში და არავინ მოვიდა, არავინ მომილოცა მსოფლიო ჩემპიონობა. ალბათ ბევრი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ ახერხებთ ყურადღების მიქცევას .. დავუშვათ, 1 თვე ძალიან დატვირთული პერიოდი იყო პანდემიის გამო, მაგრამ, უკვე, როდესაც ვნახე, რომ მოინახულეთ რამდენიმე ადამიანი, თან ვითომ არც იცოდით, რომ მე სვანეთში ვიყავი !! დავუშვათ არ იცოდით, ხომ გითხრეს, რომ აქ ვიყავი. იმის მერე ერთი თვე გავიდა, მაგრამ მაინც არ შეიწუხეთ თავი !! “ეთოს 1000ლარი მივეცი წინა წელსო”. სავარაუდოდ, ალბათ 2018 წელი იგულისხმეთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ არ არის საამაყო და სატრაბახო ის, რომ 1000 ლარი მიეცით სპორტსმენს 2018 წელს და არაფრად ჩააგდეთ, პირადად არც კი მოგილოციათ ევროპა და მსოფლიო ! ასე გვაფასებენ ლენტეხში სპორტსმენებს ! “პატივს გვცემენ” !! იმდენი მსოფლიო ჩემპიონი ვყავართ ლენტეხს, ვერ მოიცალეს ამდენის მილოცვისთვის.

შემიძლია სხვა ,,რაიონის ” სახელით ვიჭიდავო მეტი დაფასება მექნება, მაგრამ მე არ მინდა !! მინდა, რომ პატარა ლენტეხი გავაცნო მთელ საქართველოს მაგრამ ვერ ხედავენ ამას ამათ მთავარი ფული ჰგონიაათ !! 2018 წელს მოცემული 1000 ლარი“!”- დაწერა ლიპარტელიანმა.

მოგვიანებით ქართველმა ძიუდოსტმა კიდევ ერთი მიმართვა და განმარტება გაავრცელა.

“სანამ უშუალოდ ჩემს სათქმელზე გადავიდოდე, მინდა ყველას მადლობა გითხრათ გვერდში დგომისთვის! თქვენი ყოველი სიტყვა მეტ სტიმულს და შემართებას მაძლევს… ჩემს მიერ წინა დღეს დაწერილი პოსტის შემდეგ, არაერთი ადამიანისგან მოვისმინე , რომ თურმე მე ეს ყველაფერი სხვამ დამაწერინა და პოლიტიკური მიზნით მიყენებენ. ახლაც მიჭირს გავიაზრო ეს ყველაფერი, კონფიდენციალურობას დავიცავ და არ ვიტყვი იმ ადამიანების სახელსა და გვარს, ვინც ეგ დამაბრალა, მაგრამ უკვე მართლა არ ვიცი,როგორ გადმოვცე ჩემი სათქმელი! არ მესმის როგორ შეგიძლიათ ეს ყველაფერი დამაბრალოთ, ყოველგვარი საფუძვლების გარეშე. ადამიანის გაკიცხვა და დაბრალება მარტივია, მაგრამ ცუდია თუ ვერ გაიგეთ, ჩემი პოსტის მიზანი და ჩემი გულისტკივილი, მაგრამ არ მიკვირს, როგორც იტყვიან, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ამ პოსტით, ჩემი გულისტკივილი გამოვხატე და აქ ფული მეორე კი არა,ალბათ მეათასე ხარისხოვანია, მითუმეტეს, ის რომ, თურმე პოლიტიკური მიზნით მიყენებენ. მე მაქვს ჩემი აზრი და ამ აზრის გამოხატვის უფლება და რაც მინდოდა მეთქვა,გადმოვეცი კიდეც და ცუდია თუ ეს ასეთი რთულად გასაგები გახდა ბევრი თქვენგანისთვის.”- წერს ლიპარტელიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g