LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა

317
RTS34UIS-5e901b98f37ee

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 864 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 703-ს შეადგენს.

პირველი არხის ინფორმაციით, ახალი 13 შემთხვევიდან 4 ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანიდანაა. დანარჩენი შემთხვევების წყაროები ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, stopcov.ge-ს ინფორმაციით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3026 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g