LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ქართული ავიაკომპანია – EASY Charter ოპერირებას იწყებს

198
104098802-3179197975438069-2950169349504882029-o

ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა.

ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე EASY Charter-ის საკუთრებაში ერთი ერთეული Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო პერსონალით არის დაკომპლექტებული. ავიაკომპანია განახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ავიაგადაზიდვებს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოში სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა. სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ კარგო გადაზიდვებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად არის ჩართული ქართული სატვირთო ავიაკომპანია „Geo Sky”.

ახალი ავიაკომპანიის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესი და მისი ფინანსური მდგომარეობის შეფასება სააგენტოს მიერ წარიმართა შეუფერხებლად, პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g