LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომძიებელ ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა: სახელმწიფო ინსპექტორის მტკიცებულება

307
pjimage-2

სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ უწყების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, გამომძიებლის მიერ არასრულწლოვანი ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადასტურებს. ლონდა თოლორაიას განმარტებით, გამომძიებელი ჩოლოიანის მიმართ, რომელიც ამ დროისათვის პასუხისგებაშია მიცემული, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შევქმენით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. კერძოდ, ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, რის გამოც, ეს პირი ბრალდებულის სახით პროკურატურის მიერ პასუხისგებაში იქნა მიცემული. ამჟამად საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამაზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომაა გამოკვეთილი.

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g