“არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად კარგი შედეგებისა, მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ გაცემული ყველა წესის და რეკომენდაცის შესრულება უნდა განაგრძოს.
“ახალი შემთხვევა არ გვაქვს, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად, 20-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 141 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ჩვენ ისე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი და პირადი მოხმარების დაცვის საშუალებები, პირბადეები. დაუდგენელი წყაროების მოძიება გრძელდება”, – აცხადებს ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ერთი მძიმე პაციენტია, რომლის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.
“გამოჯანმრთელებულები 20-დან 10 ჩვენი ცენტრისაა და 10-ვემ დატოვა ცენტრი. ამ ეტაპზე 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. 1 მძიმე პაციენტი რჩება, რომლის დინამიკა დადებითია და ვიმედოვნებთ, რომ უკვე ხვალიდან ისიც ამოღებული იქნას მძიმეთა სიიდან და გვეყოლება საშუალო და მსუბუქი პაციენტები”, – განაცხადა მარია ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.