LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი შიმშილობას აპირებს: ბიძინა არ დარჩე მიღმა

60

ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს აპროტესტებს და ივნისში შიმშილობის დაწყებას გეგმავს. მას ძირითადი შენიშვნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აქვს. ინაშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოოდ გაუცრუა იმედები და არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრა, რისი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა.

„იმედს ვიტოვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საზოგადოების და „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიანი წევრი და ის არ დარჩება ამ პროცესების მიღმა და მიიღებს ქმედით მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების შეცვლის საქმეში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შიმშილობის დაწყებამდე, მაისში გამაფრთხილებელ აქციას ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g