უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი საკუთარ ფორუმზე დასმულ შეკითხვას პასუხობს. კითხვაზე, შველის თუ არა დაწითლებულ და მტკივნეულ ყელს სოდიანი წყლის გამოვლება, ექიმი ასეთთ კომენტარს უკეთებს.
„არაადეკვატური ინფორმაციები მოდის ყოველდღიურად და საიდან ჩნდება ისინი, ვერ ვიგებ. ესა არის სისულელე. ვინ გითხრათ, რომ ვირუსი ყელში ცხოვრობს? ცხადია, თუ გინდათ ყელი გამოიწვათ ადუღებული სოდიანი წყლით, ეს თქვენი ნებაა. მთავარია, სანამ რამეს ყელში გამოივლებთ, დაიცავით დისტანცია სხვა ადამიანებისგან და ხშირად დაიბანეთ ხელები. სიმპტომებთან ბრძოლა ასე მარტივი რომ იყოს, კორონავირუსი მსოფლიო გამოწვევა არ გახდებოდა“, – პასუხობს კომაროვსკი.