LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემზარ კვიციანი თვლის, რომ სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და ქუდზე კაცი არ გამოვა

130
cb0c7809c839cddd4fdc1b520a697725-55427

დეპუტატი ემზარ კვიციანი თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა იყოს.

ის საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებს მიმართავს, კანონპროექტში ცვლილება შეიტანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კვიციანი აანონსებს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„განხილვის დროს, ბატონო ირაკლი, არის თუ არა შესაძლებელი, რომ რაღაც ჩამატებები მოხდეს, მაგალითად არჩევნები რომ გავხადოთ სავალდებულო. ერთხელ მოვსინჯოთ ერთი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. მშვიდობიანი არჩევნები კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს სჯობს. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში ისე, როგორც არ ჩატარებულა არასოდეს სამართლიანი არჩევნები, ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და ოდნავ საქართველოს მოსახლეობა და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, ეს ცვლილება უნდა შევიდეს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე. კი, მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს ცვლილება, მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებას, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი“,- განაცხადა კვიციანმა.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g