LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

121
თბილისი-საქართველოს-პარლამენტი

ამ წუთებში პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

პლენარულ სხდომას სულ 120 დეპუტატი ესწრება. პირველი მოსმენით პროექტს კენჭი დღესვე ეყრება.

დეპუტატებს სიტყვით უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება-პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g