„ევროპული საქართველო“ დღეს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, პირველი მოსმენით და არა მეორე და მესამეთი,”-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამით პარტია რამდენიმე დღეს მოიგებს.
"ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ მოხდა."
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ევროპული საქართველო“ დღეს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, პირველი მოსმენით და არა მეორე და მესამეთი. ვინაიდან, 8 მარტის შეთანხმება არ გახლავთ შესრულებული და მეორე და მესამე მოსმენაზე ჩვენი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, შესრულდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა. მაგრამ დღევანდელი ხმის მიცემით, ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას. ამოცანა პირველი, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას „ქართულ ოცნებას“ ნოემბრის სცენარი გაიმეოროს და მეორე, პირველი მოსმენით გატანით ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ პერიოდს, მინიმუმ რამდენიმე დღეს, რომლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლოს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლების მხარეს“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„კონსერვატორები“ საკანონმდებლო ცვლილებას მხარს დაუჭერენ
დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს