LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტულმა დაჯგუფებამ 82 გატაცებული გოგონა გაათავისუფლა

125

ტერორისტულმა დაჯგუფება ბოკო ჰარამმა, 3 წლის განმავლობაში გატაცებული 276 სკოლის მოსწავლე გოგონადან 82 გაათავისუფლა.

გოგონები ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა, ქალაქ ჩიბაკოდან გაიტაცეს.

გოგონების გათავისუფლება ნიგერიის მთავრობასა და ჯიჰადისტუ დაჯგუფებას შორის მოალაპრაკების შედეგია.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა დაკარგული მოზარდების გათავისუფლება. 196 გოგონა კვლავ ტყვეობაში რჩება. 2014 წლის გაზაფხულზე ტერორისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ გოგონები სკოლიდან გაიტაცა. საერთაშორისო საზოგადოებამ მათ დასახმარებლად კამპანია წამოიწყო ლოზუნგით „დაგვიბრუნეთ ჩვენი გოგოები“ (#Bringbackourgirls).

სამი წლის წინ, ნიგერიის მთავრობამ „ბოკო ჰარამთან“ მოლაპარაკებები მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g