თუშეთში ზვავში მამაკაცი მოჰყვა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ახმეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ქავთარაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ზვავი გაწმენდითი სამუშაოების დროს მოწყდა და ერთ-ერთი მუშა ქვეშ მოიყოლა.
ადგილზე სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებს ელოდებიან. როგორც თამაზ ქავთარშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გარდაიცვალა თუ არა ზვავში მოყოლილი მამაკაცი.