LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავებს ქუთაისში დავაბრუნებთ, როგორც კი ფრენები განახლდება – ანდრაშ რადო “ფორტუნას” კითხვებს პასუხობს

267
FORTUNA.GE (14)

“ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზებს. თუ რაიმე ცვლილება იქნება მომავალში შეგატყობინებთ” – ამის შესახებ ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს.

როგორც ის ამბობს, კომპანია ქართული მხარის შეთავაზებებს ელოდება.

იმის მიუხედავად, რომ ქუთაისში ბაზირებული ორი თვითმფრინავი უკვე თვეებია ადგილზე აღარ არის, ანდრაშ რადო “ფორტუნას” კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მზად არიან დააბრუნონ თვითმფრინავები როგორც კი რეგულარული ფრენები განახლდება.

“ორი თვითმფრინავი გვყავს და უკვე თვეებია ისინი ქუთაისის ბაზაზე არ არიან. მათ მაშინვე დავაბრუნებთ ქუთაისში, როგორც კი ფრენები განახლდება,” – განაცხადა რადომ ჟურნალისტებთან ონლაინ შეხვედრაზე.

ამასთან “ვიზეარი” მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილები საქართველოში მათ თანამშრომლებს. 

„ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას - ეკონომიკის მინისტრი

"კომპანიასთან ახლახან მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ"

„ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები საქართველოში და ქუთაისის ბაზაზე” – თქვა მან.

 

ფრენები პირველი აგვისტოდან დაიწყება?

“ვიზეარს” იმაზეც არ აქვს ზუსტი პასუხი, განახლდება თუ არა ფრენები აგვისტოდან. ისინი ამ საკითხზეც საქართველოს ხელისუფლებას ელიან. რაც შეეხება მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს, კომპანია მათ საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს.

 

ვისაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვს

“სამ ვარიანტს ვთავაზობთ ჩვენს მგზავრებს: გადაგეგმონ ფრენა სხვა თარიღზე უფასოდ. დაიბრუნონ “ვიზეარის” ანგარიშზე გადახდილი თანხის 120%, რომელსაც ორი წლის განმავლობაში გამოიყენებენ ან დაიბრუნონ უკან ბილეთში გადახდილი მთელი თანხა, იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც ის გადაიხადეს”, – განაცხადა ანდრაშ რადომ “ფორტუნას” კითხვის საპასუხოდ.

ჯერჯერობით ანდრეს რადო ვერ ამბობს, რა ღირებულების ბილეთები გაუქმდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ერთი თვით გადადო.

 

რა გავლენა იქონია კოვიდმა “ვიზეარზე”?

ანდრაშ რადო აცხადებს, რომ “ვიზეარი” პანდემიის დროს, მხოლოდ სამ ქვეყანაში მუშაობდა.

მან არ უპასუხა კითხვას თუ რამდენ ქვეყანაში დახურა კომპანიამ ბაზები, თუმცა “ფორტუნას” უთხრა თუ როგორ იმოქმედა კორონავირუსმა ფრენებზე და რას ელიან მომავალში.

“პანდემიის დროს მხოლოდ სამ ქვეყანაში ვმუშაობდით უნგრეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში. ამ ქვეყნებიდანაც კი ყველა ბაზას ვერ ვამუშავებდით. სულ რაღაც რამდენიმე აეროპორტი იყო, სადაც ფრენა შეგვეძლო.

პანდემიის ყველაზე ცუდ პირობებში კომპანიამ 97%-ით შეამცირა ფრენები, ახლა 40%-ზეა ასული. ჩვენ ველოდებით თვიურად ამ მონაცემების გაზრდას. ვხედავთ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ შევძლებთ ფრენების 67%-ის აღდგენას,” – განაცხადა რადომ.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “ვიზეარი” ქუთაისიდან გადიოდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია როგორც ეკონომიკის სამინისტრომ, ასევე ავიაკომპანიამ უარყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g