1 წლის წინ, სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის და, სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს. როგორც სალომე წერს, უცხო პირები გარდაცვლილის ოჯახზე ზემოქმედებას ცდილობენ.
სალომე ბარკერის დის გარდაცვალების საქმეზე, 1 წლის შემდეგ ბრალი მასწავლებლებს წაუყენეს
“ჩემი აზრით ფსკერიც არსებობს და ფსკერიც.
სახელმწიფომ აღძრა საქმე გარდაცვალების ფაქტის დადგომისთანავე და წაიღო სასამართლოში. გარდაცვლილის ოჯახის წევრები არაფერს ვითხოვთ, გარდა სამართლის დადგენისა, არანაირი მექანიზმი დამატებით არ გვაქვს როგორც “დაზარალებულ მხარეს”, უბრალოდ ვარსებობთ და ველოდებით სასამართლოს. სულ რომ არ ვარსებობდეთ, სახელმწიფოს მაინც მოუწევდა ამ ყველაფრის გაკეთება და სისხლის სამართლის დევნის დაწყება. მიჭირს ამის ახსნა, მაგრამ მიწევს.
დედაჩემისთვის კომენტარების წერა თუ მესიჯების შეჩრა, რომ “ეხლა ამით შვილს ვერ გააცოცხლებ და რად გინდა” არის უკიდურესი საზიზღრობა. მე მრცხვენია, რომ ამის უფლებას აძლევთ საკუთარ თავებს.
და გაითვალისწინეთ, რომ სამართლებრივადაც ამძიმებთ ბრალდებულების მდგომარეობას, იმით რომ ცდილობთ დედაჩემზე ზემოქმედებას. რას თხოვთ, მართლა ვერ გავიგე, მაგრამ თუ რამის თხოვნის ტ***ი გაქვთ ვინმეს, მომმართეთ პირდაპირ მე.
მადლობა”, – წერს სალომე ბარკერი.
შეგახსენებთ, 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი სკოლა “ალბიონში” სწავლობდა. იმ საბედისწერო დღეს, ექსკურსიაზე მასწვალებლებთან და თანაკლასლებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა ნინოსხევის ჩანჩქერში ჩავარდა და ორდღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი მაშველებმა იპოვეს.
ტრაგიკული შემთხვევა 1 წლის წინ მოხდა, ამ დროის განმავლობაში სოფის და, სალომე ბარკერი მუდმივად აცხადებდა, რომ საქმეს ბოლომდე მიყვებოდა.
1 წლის შემდეგ პროკურატურამ სკოლის ორ პედაგოგს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა, თუმცა პედაგოგოები ბრალს არ აღიარებენ.