LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს – “ახლა გამოჩნდება ვის რა სურს”

112
106471512-4281362268570425-2354341445595495909-o

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. კობახიძის განმარტებით, საქმე ეხება “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებას, რომელიც 25 მეტრიან რადიუსს ეხება. მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, კანონპროექტში აღნიშნული ცვლილება აღსრულებადი არ არის, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის კობახიძემ გამოსავალი იპოვა. მისი განმარტებით, ასე უფრო გამოჩნდება “რა სურს მათ” – ოპოზიციას. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას განაცხადა.

94 მომხრე, 1 წინააღმდეგი – „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დამტკიცდა

„საუბარია 25-მეტრიან რადიუსზე. სხვა საკითხებში რაიმე არსებითი კითხვები განხილვებისას არ ყოფილა. ერთადერთია 25-მეტრიანი რადიუსი, რაზეც რეგულაციები გვაქვს. ფიზიკურად ამ რადიუსში აგიტაციის გაწევა აკრძალულია. რაც შეეხება 25-მეტრიან რადიუსში ადამიანების დგომის აკრძალვას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნორმა აღსრულებადი არ არის, ამიტომ პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, იმისთვის, რომ ყველამ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ 25-მეტრიანი რადიუსის დაცვას. იმედია, მემორანდუმს შემოუერთდებიან. ამით კიდევ გამოჩნდება, რა სურთ მათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g