დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მცირეწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზეა.
როგორც კლინიკის ექიმები ამბობენ, მას ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურები და კვლევები უტარდება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში, ერთ-ერთი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.