LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო კლასიკური ავტომობილების ფასი გაიზარდა

59
expensivcrsssnews

COvid-19–ის პანდემია ფუფუნების საგნების ბაზარზე ნეგატიურად აისახა. ექსპერტთა შეფასებით, ძველი ღვინოების, საკოლექციო საათების თუ საიუველირო ნაწარმის ღირებულება მკაცრი რეგულაციების დამსახურებით შემცირდა, რასაც ვერ ვიტყვით კლასიკურ ავტომობილებზე. თუკი 2019 წელს მდიდრული მოდელების ფასი დაეცა, 2020 წლის პირველ კვარტალში ღირებულება 3,29%–ით გაიზარდა.

საკოლექციო ავტომობილების ფასი კორონავირუსის ინფექციის პიკის დროსაც კი იზრდებოდა. ყველაზე მეტად თავი Ferrari–მ გამოიჩინა და 2003 წლის Enzo–ში – 2,8 მილიონი დოლარი გადაიხადეს. 1914 წლის Rolls-Royce Silver Ghost კი 2,2 მილიონად გაიყიდა.

მთავარი ვაჭრობა მაინც 1932 წლის Bugatti Type 55 Super Sport Roadster–ის მისაღებად გაიმართა და მის მოსაპოვებლად უცნობმა კოლექციონერმა 7,1 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ზოგადად აღსანიშნავია, რომ კლასიკური ავტომობილების ფასმა თავის მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია და მას შემდეგ მუდმივად იკლებდა. 2019 წელს ღირებულება მთელი 7%–ით შემცირდა, თუმცა 2020 წლის პირველივე ნახევარში ისევ ზრდა დაიწყო. უკანასკნელი 10 წლის შეჯამებით, კლასიკური მოდელების ღირებულება 194%–ითაა გაზრდილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g