სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე ესწრება.
ჩხრეკა ოთარ წოწორიას სახლში, ბათუმში მიმდინარეობას. ინფორმაცია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ გაავრცელა.
„ამ პირობებში სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე“, – წერს ოთარ კახიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.