იუმორისტი გიორგი ჯანელიძე ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას მოსკოვის გუნდში გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მოდი, ასე შევხდოთ. გასაგები მიზეზების გამო რუსეთს ომს არავინ დაუწყებს. ამ თავხედი ქვეყნის დაქცევის ან აზრზე მოყვანის ერთადერთი გზა გადის სანქციებზე და ეკონომიკურ გაღატაკებაზე. ჰოდა ჩავა თორნიკე, გაჩერდება 1-2 წელი, 6 მილიონს წამოიღებს და წამოვა. ამ პერიოდში დიდი შანსია მაყურებელი დარბაზში არ დაუშვან და მაგ ფულს ცსკა უკან ვეღარ ამოიღებს. იფ!”,-დაწერა გიორგი ჯანელიძემ ფეიბუსქში.
https://www.facebook.com/gio.janelidze/posts/10224212226876530
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ესპანური გუნდი „ბასკონია“ დატოვა და სამწლიანი კონტრაქტით მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. კაპიტნის გადაწყვეტილებას საქართველოში კრიტიკა მოჰყვა.