LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზის შედეგები ცნობილია: გამოქვეყნების შემდეგ შაქარაშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

1101
saqara22

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ დღეს გასაჯაროვდება.

გარდაცვლილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყება დღის განმავლობაში ჩაატარებს ბრიფინგს და მოხდება დასკვნის გასაჯაროება.

„მაქვს მოლოდინი და იმედს ვიტოვებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა იქნება კატეგორიული, ყოველ შემთხვევაში, ის არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს. ოჯახის პირველადი ვერსია განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მჯერა, რომ უნდა იყოს ამ ექსპერტიზით დადასტურებული“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყება ბრიფინგზე დოკუმენტს გაასაჯაროებს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 3 კვირის განმავლობაში ტარდებოდა.

„თქვით სიმართლე… მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება“ – მირიან ნიკოლაძის მიმართვა

„მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, მობილიზება გჭირდება, რომ არ გამოვარდე ქუჩაში და არ იყვირო, რატომ არ ისჯებიანო“

ჰყავდა თუ არა შაქარაშვილს შეყვარებული: რას პასუხობს საბედისწერო დაბადების დღის ორგანიზატორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g