LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, მობილიზება გჭირდება, რომ არ გამოვარდე ქუჩაში და არ იყვირო, რატომ არ ისჯებიანო“

2118
shaqara22

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე ჟურნალ „სარკესთან“ გიორგის მშობლებზე საუბრობს.

ნიკოლაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლების დახასიათებისას ამბობს, რომ ისინი მოკრძალებული და თავმდაბალი ხალხია და ამიტომ  თავს არიდებენ მედიაში გამოჩენას.

„გიორგის მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს და ერთადერთი დაიკო. ახლა ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირთ. დედამისი, თამუნა ჩემი ტოლია – 1976 წელსაა დაბადებული. ლევანი კი ჩემზე 4 წლით უფროსია. ახალგაზრდა მშობლებს ასეთი წამოსწრებული შვილები ჰყავდათ და მათთან მეგობრობდნენ.
უწესიერესი ადამიანები არიან. ბიზნესი აქვთ და თავისთვის საქმიანობენ. ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ფინანსურად გამართული და მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გიორგისთვის არაფერი დაეკლოთ, ესწავლა…“, – ჰყვება ნიკოლაძე.

შაქარაშვილის ბიძა იხსენებს, როგორ ზრდიდნენ მშობლები ორ შვილს.

„ბავშვებს თავისუფლად ზრდიდნენ, მაგრამ თავად იყო გიორგი წესიერი ბავშვი. ძალიან მოკრძალებული გახლდათ. ხომ ასეთი ახლო ნათესავები ვიყავით და მეგობრული დამოკიდებულებაც გვქონდა, მაგრამ ისეთი მორიდებული იყო, ლაპარაკის დროსაც სულ ძირს იყურებოდა. ვერავინ გაიხსენებს, რომ სადმე უზრდელად მოქცეულიყო.

მამამისს ცხოვრებაში კაციშვილისთვის არ უწყენინებია. დედაც ასეთივეა. ასეთი მძიმე წუთები უდგათ და ალბათ როგორი მობილიზება გჭირდება, რომ არ გამოვარდე ქუჩაში და არ იყვირო, რატომ არ ისჯებიანო, მაგრამ არ ჩანან, რადგან მოკრძალებული, წესიერი ხალხია და არასოდეს ყოფილან აქტიურები.

მათი თხოვნის საფუძველზე ყველას ნაცვლად მიწევს საუბარი – ურთიერთობა პრესასთან თუ სხვა განცხადებების კეთება, რადგან იცოდნენ, რომ ამის გარკვეული პრაქტიკა მქონდა.

თავიდან საერთოდ არ ვაპირებდით რაიმეს თქმას, მაგრამ პირველივე ეტაპზე ისეთი ინფორმაციები წამოვიდა, მივხვდით, რომ მასმედია არასწორ გეზს აიღებდა და შეიძლებოდა, გამოძიებაც შეცდომაში შესულიყო, თორემ ვის ჰქონდა მაგის ნერვები, ტელეკომპანიიდან ტელეკომპანიაში ევლო?! მთელი კვირაა, გავნადგურდი, აღარ შემიძლია“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

 

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით არაერთი ვერსია ვრცელდება და საქმე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. საზოგადოებაში გაჩნდა უიმედობის განცდა, რომ საქმეს ობიექტურად ვერ ან არ გამოიძიებენ. უიმედობის განცდას კი ისიც აძლიერებს, რომ საქმეში მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები დევს.

საბედისწერო სადღეგრძელო: რის გამო იჩხუბეს და რა გახდა ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი

ვიდეო: 19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო საბედისწერო წვეულებიდან

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

წუთიერი დუმილი და შავი ლენტები: შაქარას თამაშის ფოტოები

ვინ და რას იტყუება შაქარაშვილის საქმეში: კორონავირუსით დაინფიცირებული მოწმე და „ქუჩურ მენტალიტეს“ შეწირული ჩვენებები

„შვილი მეორედ მომიკლეს“ – ოჯახი უარყოფს, რომ შაქარაშვილს სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g